კონტაქტი
კონტაქტი

მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის საქართველოში „კარდაკარ“ კამპანია

20 დექ, 2022

მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის საქართველოში „კარდაკარ“ კამპანია

20 დექ, 2022

მიმდინარე წელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის „კარდაკარ“ კამპანია, სლოგანით - „დააფიქსირე შენი არსებობა“ განახორციელა.

 

კამპანია აპრილი-დეკემბრის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა და მის მიზანს მოქალაქეობის არმქონეობის აღმოფხვრა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უდოკუმენტო პირების გამოვლენა და მათი დოკუმენტირების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მობილური ჯგუფები, კამპანიის მიმდინარეობისას, რეგიონებში მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებას, მოქალაქეობრივი სტატუსის განსაზღვრასა და დოკუმენტირებას უზრუნველყოფდნენ. კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილმა პირებმა სრულიად უფასოდ მიიღეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

„კარდაკარ“ კამპანიის განხორციელება საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წელს, მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომლის მიზანიც სწორედ მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება იყო.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობა მცირეა, თუმცა, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს, რათა საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე იყოს რეგისტრირებული და ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებითა და ყველა სახელმწიფო სერვისით.

სხვა სიახლეები

იხილეთ ყველა
21 მარ, 2024
მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის ინდექსს საქართველო დაემატა
news
05 დექ, 2023
2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილებები საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებში
news
27 აპრ, 2023
საქართველო პირველად მოხვდა „მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელის“ ანგარიშში
news
29 მარ, 2023
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არქონის პორტალი - Stateless.ge - აამოქმედა
news
18 ოქტ, 2022
მოქალაქეობის არქონის საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
news
01 მაი, 2022
მოქალაქეობის არმქონე პირები მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდიან
news
02 თებ, 2021
„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონეობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს - ENS-
news
09 ივლ, 2020
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა დაიწყო
news
unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.