კონტაქტი
კონტაქტი

წარსადგენი დოკუმენტები

სტატუსის დადგენის მიზნით, პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადების წარდგენა შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • 2 ფოტოსურათი, ზომით ¾;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც, შესაძლოა, დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი.

 

წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

 

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო მათი შეცვლის შემთხვევაში, ასევე, შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);
  • ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;
  • ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;
  • განათლება;
  • სამუშაო ადგილი;
  • ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს).

 

განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. განმცხადებელი უფლებამოსილია, განცხადების წარდგენისას მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა (გადაცემა ან საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნა).

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.