„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონეობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს (European Network for Statelessness) შეუერთდა. ქსელი წარმოადგენს 41 ქვეყანაში მოქმედი 170-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციისა და ინდივიდუალური ექსპერტის გაერთიანებას, რომლის მიზანიცაა ევროპაში მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის აღმოფხვრა, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებებზე წვდომის უზრუნველყოფა.
მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელი 2012 წელს შეიქმნა, როგორც საკოორდინაციო ორგანო და ექსპერტული რესურსი ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომლებიც ევროპაში მოქალაქეობის უფლების ხელშეწყობის საკითხზე მუშაობენ.
„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონე პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას 2020 წლიდან უწევს. ეს საქმიანობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ნაწილია.