ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, 2020 წლის ივლისიდან, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს პირებს, რომლებსაც საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მიღება სურთ.
მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახგაეროსელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებით, პირს ბინადრობის ნებართვაც ეძლევა, რაც მას საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობისა თუ სამგზავრო პასპორტის მიღების შესაძლებლობას უხსნის.
პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონე პირებს გაუწევს უფასო სამართლებრივ კონსულტაციასა და სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
„უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან ასევე ახორციელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია დახმარებას უწევს თავშესაფრის მაძიებლებს, ჰუმანიტარულის სტატუსისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს საქართველოში.