კონტაქტი
კონტაქტი

მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის ინდექსს საქართველო დაემატა

21 მარ, 2024

მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის ინდექსს საქართველო დაემატა

21 მარ, 2024

მოქალაქეობის არმქონეობის ევროპულმა ქსელმა (ENS) საქართველოს მონაცემები შეიტანა სპეციალურ ინდექსში (index.statelessness.eu), რომელიც ევროპის 32 ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობას  აფასებს. 
 

ინდექსი ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს, მათ შორისაა: 1) მოქალაქეობის არმქონე პირთა წვდომა უფლებების დაცვის საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებზე, 2) ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირთა აღრიცხვა და მონაცემთა წარმოება, 3) მოქალაქეობის არმქონეობის დადგენისა და სტატუსის მინიჭების პროცედურა, 4) მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ საიმიგრაციო დაკავების პრაქტიკა, ასევე 5) ქვეყანაში  მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციისა და შემცირებისთვის არსებული მექანიზმები.
 

ინდექსის შედგენისას, ENS ეყრდნობა სამიზნე ქვეყანაში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტიზას და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს პროფილის შედგენაზე იმუშავა ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“, რომელსაც ამ პროცესში მხარს უჭერდა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (UNHCR). 
 

2024 წლის 21 მარტს, ENS-მა გამართა ვებინარი, რომელზეც „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა, სალომე ჯოხაძემ, ვებინარის მონაწილეებს ინდექსში შესული საქართველოს მონაცემები გააცნო. სალომე ჯოხაძემ ისაუბრა იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ 2011 წლის შემდეგ, მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ გაეროს ორი ძირითადი კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ მიაღწია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ბოლო პერიოდში გადადგა, მათ შორის, გაამარტივა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურაზე წვდომა, ასევე 10-დან 5 წლამდე შეამცირა ქვეყანაში ცხოვრების ვადა, რომლის შემდეგაც მოქალაქეობის არმქონე პირს მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება მიეცემა. 
 

„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონეობის ევროპულ ქსელს (ENS) 2021 წელს შეუერთდა. ქსელი 41 ქვეყანაში მოქმედი 180-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციისა და ინდივიდუალური ექსპერტის გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც ევროპის მასშტაბით მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის აღმოფხვრა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებებზე წვდომის უზრუნველყოფაა.
 

„უფლებები საქართველო“ 2020 წლიდან მოქალაქეობის არმქონე პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს UNHCR-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში. 
 

სხვა სიახლეები

იხილეთ ყველა
05 დექ, 2023
2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილებები საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებში
news
27 აპრ, 2023
საქართველო პირველად მოხვდა „მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელის“ ანგარიშში
news
29 მარ, 2023
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არქონის პორტალი - Stateless.ge - აამოქმედა
news
20 დექ, 2022
მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის საქართველოში „კარდაკარ“ კამპანია
news
18 ოქტ, 2022
მოქალაქეობის არქონის საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
news
01 მაი, 2022
მოქალაქეობის არმქონე პირები მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდიან
news
02 თებ, 2021
„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონეობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს - ENS-
news
09 ივლ, 2020
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა დაიწყო
news
unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.