კონტაქტი
კონტაქტი

საქართველო პირველად მოხვდა „მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელის“ ანგარიშში

27 აპრ, 2023

საქართველო პირველად მოხვდა „მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელის“ ანგარიშში

27 აპრ, 2023

2023 წელს, პირველად, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, „მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპულმა ქსელმა“ (European Network on Statelessness) საქართველო შეიყვანა ევროკომისიისათვის წარდგენილ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნების შესახებ მომზადდა. ანგარიშის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკომისიას 2023 წლის გაფართოების პაკეტის მომზადებაში, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება და შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიმართულებით. 
 

 

„მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელი“ ევროკომისიას ყოველწლიურად წარუდგენს წერილობით ანგარიშს ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნებში მოქალაქეობის არმქონეობის დაძლევის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ. მიმდინარე წელს, პირველად, ანგარიშში აგრეთვე აისახა ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რომელიც, მათ შორის, ეყრდნობა „უფლებები საქართველოს“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. 
 

 

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოქალაქეობის არმქონეობის დაძლევის მიზნით გადადგმული ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, როგორებიც არის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის პროცედურის დანერგვა და იმპლემენტაცია, სტატუსის მქონე პირებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფა, მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის „კარდაკარ“ კამპანიის განხორციელება, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შესაბამისი სტატუსის დადგენისა და საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული მომსახურების საფასურის გაუქმება. განაცხადში ასევე გამახვილებულია ყურადღება სახელმწიფოს მიერ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.
 

 

საქართველოსთან ერთად, ევროკომისიისთვის წარდგენილი განაცხადი მოიცავს ინფორმაციას კოსოვოს, მონტენეგროს, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის შესახებ და ეფუძნება აღნიშნულ ქვეყნებში მომუშავე, ქსელის წევრი ორგანიზაციების, მათ შორის, „უფლებები საქართველოს“ მიერ წარდგენილ ინფორმაციას.
 

 

„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონეობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს (European Network for Statelessness) 2021 წელს შეუერთდა. ქსელი 41 ქვეყანაში მოქმედი 180-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციისა და ინდივიდუალური ექსპერტის გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც ევროპის მასშტაბით მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის აღმოფხვრა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებებზე წვდომის უზრუნველყოფაა.
 

სხვა სიახლეები

იხილეთ ყველა
21 მარ, 2024
მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის ინდექსს საქართველო დაემატა
news
05 დექ, 2023
2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილებები საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებში
news
29 მარ, 2023
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არქონის პორტალი - Stateless.ge - აამოქმედა
news
20 დექ, 2022
მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის საქართველოში „კარდაკარ“ კამპანია
news
18 ოქტ, 2022
მოქალაქეობის არქონის საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
news
01 მაი, 2022
მოქალაქეობის არმქონე პირები მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდიან
news
02 თებ, 2021
„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონეობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს - ENS-
news
09 ივლ, 2020
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა დაიწყო
news
unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.