„უფლებები საქართველო“, მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებისა თუ აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს.
უფასო სამართლებრივი დახმარების/კონსულტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: +995 593 111 405.
ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე office@rights.ge, „უფლებები საქართველოს“ “Facebook”-ის გვერდზე - facebook.com/rights.ge ან მოგვაკითხოთ სამართლებრივი დახმარების ოფისში, მისამართზე - თბილისი, აკაკი გახოკიძის ქუჩა №11ა.
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი დახმარება ხორციელდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.