კონტაქტი
კონტაქტი

2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილებები საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებში

05 დექ, 2023

2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილებები საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებში

05 დექ, 2023

2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების ძირითადი ნაწილი, რომელთა მიხედვითაც მარტივდება მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მოქალაქეობის მიღება, აგრეთვე ნებისმიერი მსურველისთვის შეიცვალა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაც. 

 

ზოგადი წესით, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის, ნებისმიერ ადამიანს მოეთხოვება საქართველოში 10 წლიანი უწყვეტი და კანონიერი ცხოვრება. ცვლილებით ეს ვადა არ შემცირებულა ზოგადად, არამედ, მხოლოდ გარკვეული სეგმენტისთვის. კერძოდ, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის 10 წლიანი ცხოვრების მოთხოვნა შემცირდა 5 წლის ვადით. აღნიშნულმა სიახლემ საზოგადოებაში დატოვა აღქმა, რომ ყველა მსურველისთვის შემცირდა მოთხოვნილი ბინადრობის ვადები, თუმცა, ეს ცვლილება ეხება მხოლოდ მოქალაქეობის არმქონე პირებს. 
 

ვინ არიან მოქალაქეობის არმქონე პირები? - აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც არ არიან არც ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და, იმავდროულად, რეგისტრირებული არიან საქართველოში, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირები. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ამ სტატუსის მქონე სულ 527 ადამიანია რეგისტრირებული. შესაბამისად, ზემოთ მოხსენიებული საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა მხოლოდ ამ ადამიანებს შეეხოს. 
 

ამავდროულად, ბინადრობის მოთხოვნასთან ერთად მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის არ იცვლება ის სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, რომელიც ზოგადად არის დადგენილი მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოპოვებისთვის. კერძოდ, იცის ქართული ენა, ისტორია და სამართლის ზოგადი საფუძვლები; აგრეთვე, მუშაობს, ფლობს უძრავ ქონებას, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში ან ფლობს წილს ან აქციებს საქართველოს საწარმოში. 
 

გარდა მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის დადგენილი ამ ახალი რეგულაციისა, მნიშვნელოვნად შეიცვალა თავად მოქალაქეობის მოპოვებისთვის შესაბამისი გამოცდების ჩაბარების წესიც. კერძოდ, თუკი ამ დრომდე ადამიანს განცხადება უნდა შეეტანა ნატურალიზაციაზე, გადაეხადა შესაბამისი საფასური და შემდეგ ჩაებარებინა გამოცდები, ცვლილების თანახმად, განმცხადებელი პირველ რიგში აბარებს გამოცდას ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართლის ზოგად საფუძვლებში და მხოლოდ ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია მიმართოს სააგენტოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გამოცდის შედეგები მოქალაქეობის მინიჭების განაცხადისთვის ძალაშია ერთი წლის განმავლობაში. 
 

ამავდროულად, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უწევდა 1 წელი ლოდინი ხელახალი მიმართვისთვის, ხოლო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ ეს ვადა ნახევრდება და პირს  6 თვის გასვლის შემდგომ შეუძლია თავიდან წამოიწყოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა. 
 

სხვა სიახლეები

იხილეთ ყველა
21 მარ, 2024
მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის ინდექსს საქართველო დაემატა
news
27 აპრ, 2023
საქართველო პირველად მოხვდა „მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელის“ ანგარიშში
news
29 მარ, 2023
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არქონის პორტალი - Stateless.ge - აამოქმედა
news
20 დექ, 2022
მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის საქართველოში „კარდაკარ“ კამპანია
news
18 ოქტ, 2022
მოქალაქეობის არქონის საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
news
01 მაი, 2022
მოქალაქეობის არმქონე პირები მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდიან
news
02 თებ, 2021
„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონეობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს - ENS-
news
09 ივლ, 2020
„უფლებები საქართველომ“ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა დაიწყო
news
unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.