საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ პირზე (პირზე, რომლის მიერაც წარმოდგენილია განცხადება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით) გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დროებითი საიდენტიციკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით.
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად პირმა განცხადება უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად წარდგენილ განცხადებას პირმა თან უნდა დაურთოს:
- პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
- უცხო ქვეყნის პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბადების მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
- ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5x4,5 სმ., ელექტრონული ფორმით;
- ნებისმიერი ისეთი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ასაბუთებს, რომ პირს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს;
- თუ პირი იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- თუ პირს არ შეუძლია ნების გამოხატვა ან გადაადგილება, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა, სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვანი იქნა აღიარებული მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №50 ბრძანება