ნუ იცხოვრებ უდოკუმენტოდ!
29 მარ, 2023
დღესდღეობით, მსოფლიოში მოქალაქეობის არმქონე მილიონობით ადამიანია. მოქალაქეობის არმქონე არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო თავის მოქალაქედ არ მიიჩნევს.
მოქალაქეობის არქონა ნიშნავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე წვდომაში შეფერხებას, უფლებების სათანადოდ რეალიზების შეუძლებლობას. მოქალაქეობის არმქონე პირებს დისკრიმინაციისა და სხვა ძირითადი უფლებების დარღვევის მუდმივი რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
ვიდეოს მიზანია საზოგადოების ინფორმირება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მნიშვნელობის შესახებ.
„უფლებები საქართველოს“ მიერ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.